ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში 60 სოფელი ჯერ კიდევ ჩაკეტილი რჩება

28 თებერვალი, 2025 • ნიუპრესი • 18

იმერეთში 60 სოფელი ჯერ კიდევ ჩაკეტილი რჩება

იმერეთში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წმენდითი სამუშაოები, მუშაობდა 94 ერთეული ტექნიკა და წუხელვე მოხდა 45 ჩაკეტილი სოფლის გახსნა, დილიდან 150 ერთეული ტექნიკით სამუშაოები ისევ განახლდა რათა დარჩენილ 60 სოფელშიც შევიდეს ტექნიკა, – ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალები. ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არიან განაწილებულები. უკეთესი […]

იმერეთში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წმენდითი სამუშაოები, მუშაობდა 94 ერთეული ტექნიკა და წუხელვე მოხდა 45 ჩაკეტილი სოფლის გახსნა, დილიდან 150 ერთეული ტექნიკით სამუშაოები ისევ განახლდა რათა დარჩენილ 60 სოფელშიც შევიდეს ტექნიკა, – ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალები. ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არიან განაწილებულები.

უკეთესი მდგომარეობა არის ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით.

3000-მდე აბონენტს აღუდგა დენის მიწოდება. სამუშაოები ყველა მიმართულებით გრძელდება, რათა დროულად მოხდეს ყველა შეფერხების აღმოფხვრა.