ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში 6 სოფელი კვლავ ჩაკეტილი რჩება

3 მარტი, 2025 • Newpress • 13

იმერეთში 6 სოფელი კვლავ ჩაკეტილი რჩება

მხარის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში დიდთოვლობის წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

იმერეთში 6 სოფელი კვლავ ჩაკეტილი რჩება, – ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, რეგიონში დიდთოვლობის წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„24 საათიან რეჟიმში იწმინდება გზები. ამ წუთის მდგომარეობით ჩაკეტილია მხოლოდ 6 სოფელი, გაწმენდითი სამუშაოები ამ მიმართულებითაც აქტიურია. მუნიციპალიტეტებში ორი დღეა მოსახლეობას საჭიროებისამებრ მიეწოდება პროდუქტი და პირველადი დახმარების ნივთები. იმერეთმა 40 ტონაზე მეტი პროდუქტი მიიღო, რომელიც 6 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა”, – ნათქვამია მხარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მხარის ადმინისტრაციაში „ნიუპრესს“ აცნობეს, სამტრედიაში ჩაკეტილია სოფელი „გამოჩინებული“ და „თხილაგანი“ ხარაგაულში – „ჭარტალი“ და გუდათუბანი, ბაღდათში – „საკრაულა“ ტყიბულშიი – მუხურა.