ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისიელი პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტი სოფიო როინიშვილი მეორე სამსახურიდანაც გაათავისუფლეს

6 მარტი, 2025 • ნიუპრესი • 15

ქუთაისიელი პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტი სოფიო როინიშვილი მეორე სამსახურიდანაც გაათავისუფლეს

მუსიკის მასწავლებელი აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივიზმის გამო დევნიან.

ქუთაისიელი პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტი სოფიო როინიშვილი მეორე სამსახურიდანაც გაათავისუფლეს. ამის ესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. სოფიო როინიშვილი მუსიკის მასწავლებელია, ის გასული თვის ბოლოს ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლიდან გაუშვეს, როგორც ცნობილი ხდება, ახლა მას გუმათის საჯარო სკოლა დაატოვებინეს. ამჯერადაც მიზეზი მის სამოქალაქო აქტივიზმი გახდა.

„უკვე მეორე სამსახურდანაც – ნახვამდისო…მეტი დამაჯერებლობისა და მრავალფეროვნებისათვის, ამჯერად ჩაცუცქული მამების განცხადების საფუძველზე. დირექტორს აშანტაჟებდნენ ბავშვების სკოლიდან გაყვანით. კაი ბიჭებმა გადაწყვიტეს ჩემი დღის წესრიგისა და ცხოვრების გაკონტროლება. რა საცოდავები ხართ, თუ ხვდებით, ვინც ამ რეჟიმს ემონებით?! მე, ორი შვილის დედა, რომელიც ორივე სამსახურიდან გამიშვით ისე, რომ საკუთარ სინდისთან წინააღმდეგობაშიც არ მოსულხართ… ვერ წამაქცევთ! ბოლომდე შეგაკვდებით! ძირს რუსი ბიძინა!”, – წერს როინიშვილი სოციალურ ქსელში.