ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი მე-12 დღეა გრძელდება

11 მარტი, 2025 • Newpress • 18

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი მე-12 დღეა გრძელდება

მათ უკვე შეუერთდნენ ადგილობრივებიც

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი მე-12 დღეა გრძელდება. მათ უკვე შეუერთდნენ ადგილობრივებიც. მათი თქმით, ჭიათურაში არ არის სხვა სამსახური და მაღარო მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

ადგილობრივების და მაღაროელების მთავარ მოთხოვნად სახელფასო დავალიანების დაფარვასთან ერთად კვლავ რჩება „ჯორჯიან მანგანეზის“ გასვლა ჭიათურიდან და კომპანიის ხელისუფლების მართვაში გადაცემა, რისთვისაც ისინი დახმარებას სწორედ ხელისუფლებისგან ითხოვენ, თუმცა 12 დღიანი პროტესტის ფონზე, ჭიათურაში ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა.