ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პირადობისა და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების ფორმები იცვლება

11 მარტი, 2025 • Newpress • 13

პირადობისა და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების ფორმები იცვლება

საქართველოში იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2025 წლის 4 ივნისიდან იცვლება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის, მუდმივი ბინადრობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ტექნიკური მახასიათებლები/ფორმები. ამასთან, უკვე გაცემული და დღეს მოქმედი „შესაბამისი მოწმობები მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით“ – აღნიშნულია ბრძანებაში. ახალი ბრძანებით, მოწმობა უნდა შეიცავდეს: სახელს; გვარს; სქესს [ამ გრაფების სახელწოდება მოწმობაზე დაიტანება მისი პერსონალიზაციის […]

საქართველოში იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2025 წლის 4 ივნისიდან იცვლება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის, მუდმივი ბინადრობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ტექნიკური მახასიათებლები/ფორმები.

ამასთან, უკვე გაცემული და დღეს მოქმედი „შესაბამისი მოწმობები მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით“ – აღნიშნულია ბრძანებაში.

ახალი ბრძანებით, მოწმობა უნდა შეიცავდეს:

სახელს; გვარს; სქესს [ამ გრაფების სახელწოდება მოწმობაზე დაიტანება მისი პერსონალიზაციის დროს. გრაფები მოწმობაზე დაიტანება ერთგვაროვნად, ქართულ (გარდა მოწმობის წვდომის კოდისა (CAN – Card Access Number)) და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO 9303) სტანდარტის შესაბამისად];

მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს;

პირად ნომერს; ფოტოსურათს;

პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას;

ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს [დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე ამ ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით];

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს [დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე ამ ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით];

მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number);

QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია.