სამოქალაქო პროტესტი არ წყდება დედაქალაქსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში. დღეს პროტესტის 106-ე დღეს სამოქალაქო აქტივისტები კვლავინდებურად შეიკრიბნენ ქალაქის ადმინისტრაციული შენობის წინ და ხელისუფლების მიმართ არსებული მოთხოვნები გააჟღერეს.
ახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. – ესაა მთავარი მოთხოვნა, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებს აქვთ.