ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჭიათურაში მაღაროელები საწარმოს სახელმწიფოსთვის გადაცემას ითხოვენ

15 მარტი, 2025 • Newpress • 12

ჭიათურაში მაღაროელები საწარმოს სახელმწიფოსთვის გადაცემას ითხოვენ

აქცია ორ კვირაზე მეტია გრძელდება.

ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ. უკვე მე-16 დღეა, რაც ადგილობრივები საპროტესტო რეჟიმში არიან. აქციები თავდაპირველად მათ ხელფასების მოთხოვნით დაიწყეს, თუმცა მალევე დააყენეს საწარმოს ნაციონალიზაციის, ანუ სახელმწიფოსთვის გადაცემის მოთხოვნა.

მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიქმნას ფონდი – ჭიათურის სააქციო საზოგადოება, რომელსაც ჭიათურის მანგანუმის 5%-იანი წილი ექნება და მიღებულ ფინანსებს ფონდი ჭიათურის განვითარებას მოახმარს.

აქციის მონაწილეები ასევე არ გამორიცხავენ პროტესტის სხვა ქალაქებში, მათ შორის, თბილისში გადმოტანას, თუ ხელისუფლება აღნიშნული პრობლემის მოგვარების ინიციატივას არ გამოხატავს.