ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ინტერნეტმედიასაც შეეხება – გორდულაძე

17 მარტი, 2025 • Newpress • 14

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ინტერნეტმედიასაც შეეხება – გორდულაძე

მისივე თქმით, კანონპროექტის შეცვლის საჭიროებაზე პირველი მოსმენით განხილვისას იმჯელეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების სახეცვლილი ვერსიის თანახმადაც, შეზღუდვები ტელემედიასთან ერთად ინტერნეტმედიასა და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზეც გავრცელდება. ამის შესახებ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ცვლილებების მეორე მოსმენისას ისაუბრა.

მისივე თქმით, კანონპროექტის შეცვლის საჭიროებაზე პირველი მოსმენით განხილვისას იმჯელეს.

გორდულაძის ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება არა ფიზიკურ პირებს, არამედ ორგანიზაციებს,

„აქ ორგანიზაციები იგულისხმება, რომელიც საკუთარ თავს მედიას უწოდებს, მაგრამ არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, მათი ინფორმაციის გავრცელების საშუალება ტელევიზია არ არის და ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ როგორ საიტებს, ასევე სხვა აპლიკაციებს და აქვთ სტრუქტურიზებული ფორმა“, – განაცხადა გორდულაძემ.

მისი განმარტებით, ინტერნეტმედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან იყენებს ინტერნეტდომენისა და ინტერნეტ ჰოსტინგს.