ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნანუკა ჟორჯოლიანისა და სოლიდარობის სხვა ფონდები დააყადაღეს

17 მარტი, 2025 • ნიუპრესი • 24

ნანუკა ჟორჯოლიანისა და  სოლიდარობის სხვა  ფონდები დააყადაღეს

პროკურატურის განცხადებით, ფონდები დანაშაულებრივ ქმედებებებს უჭერდნენ მხარს.

ნანუკა ჟორჯოლიანის ფონდი დააყადაღეს, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია სხვა ფონდებიც.

“კერძოდ: prosperitygeorgia.org – ნიკა გილაურის ფონდი და Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. დაყადაღებულია ის ფონდები, რომლებიც ბოლოს ძირითადად ჯარიმებს იხდიდნენ. ყადაღა მოითხოვა პროკურატურამ”, – აღნიშნავს ჟორჟოლიანი.

მომხდარზე ინფორმაცია გაავრცელა პროკურატურამ. უწყების განცხადებით, სოლიდარობის ფონდები დანაშაულებრივ ქმედებებებს უჭერდნენ მხარს.