ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წვიმა, მაღალ მთაში თოვლი – უახლოესი დღეების ამინდი

18 მარტი, 2025 • Newpress • 13

წვიმა, მაღალ მთაში თოვლი – უახლოესი დღეების ამინდი

ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს „112“-იც.

სინოპტიკოსების პროგნოზით დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთაში თოვლი.

ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს „112“-იც.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

სინოპტიკოსების ცნობით, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ინტენსიურმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, შემდგომი ადიდება, ცალკეულ მონაკვეთებზე მათი კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.