ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ მუშაობა სრულად განაახლა

20 მარტი, 2025 • ნიუპრესი • 13

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ მუშაობა სრულად განაახლა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ 4-თვიანი დროებითი მართვის რეჟიმის შემდეგ მუშაობა სრულად განაახლა, -ინფორმაციას BMG ავრცელებს გამოცემის ცნობით, განახლებულია ფეროშენადნობების ექსპორტიც. საწარმოში აცხადებენ, რომ კვლავ გამოწვევად რჩება გლობალურად პროდუქციაზე შემცირებული ფასები, თუმცა მოლოდინია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ვითარება მიმდინარე წლის II კვარტალიდან გამოსწორდება. ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზმა”, რომელიც ორივე საწარმოს მფლობელია, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ჭიათურის მაღარო დროებით 2024 […]

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ 4-თვიანი დროებითი მართვის რეჟიმის შემდეგ მუშაობა სრულად განაახლა, -ინფორმაციას BMG ავრცელებს

გამოცემის ცნობით, განახლებულია ფეროშენადნობების ექსპორტიც.

საწარმოში აცხადებენ, რომ კვლავ გამოწვევად რჩება გლობალურად პროდუქციაზე შემცირებული ფასები, თუმცა მოლოდინია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ვითარება მიმდინარე წლის II კვარტალიდან გამოსწორდება.

ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზმა”, რომელიც ორივე საწარმოს მფლობელია, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ჭიათურის მაღარო დროებით 2024 წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე გააჩერა.

კომპანია მიზეზად მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმზე ფასების მკვეთრ ვარდნას და მოთხოვნის შემცირებას, ასევე მადნის დეფიციტს ასახელებდა.