ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გურიის დასახმარებლად მთავარობამ 2 569 048 ლარი გამოყო

21 მარტი, 2025 • Newpress • 17

გურიის  დასახმარებლად  მთავარობამ 2 569 048 ლარი გამოყო

გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება.

გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო, – განკარგულება ქართული ოცნების მთავრობამ მიიღო.

გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება.

განკარგულების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 1 228 062 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 794 968 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 546 018 ლარი გამოეყოფა.