ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გაიმართა

21 მარტი, 2025 • Newpress • 17

ქუთაისში მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გაიმართა

ქართული ჟურნალისტიკის დღე ქუთაისელმა ჟრნალისტებმა ამ ფორმით აღნიშნეს.

იბრძოლეთ, ვიდრე გვიან არ არის – ამ გზავნილით ქუთაისელმა ჟურნალისტებმა 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღეს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გამართეს.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 11 იანვარს დააკავეს, მან 38 დღეს პროტესტის ნიშნად იშიმშილა, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო მიიღო.