March 24, 2025

ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის გაგრძელებას თბილისში გეგმავენ

ჭიათურელი მაღაროელები დღეს აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავენ. 25 დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ მაღაროელებმა დედაქალაქში გადაინაცვლეს.

მათი მოთხოვნები უცვლელია: მთავრობამ ჩააანაცვლოს კომპანია, შეიქმნას ჭიათურის ფონდი, მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების მცხოვრებლებისთვის ადეკვატური კომპენსაცია.

ცნობისთვის: ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზმა”, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანისა და და ჭიათურმარგანეცის მფლობელია, ორივე საწარმოს მუშაობა დროებით 2024 წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე გააჩერა, ფესტაფონის ქარხანამ მუშაობა უკვე განაახლა.