ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ბიუჯეტი 41 მილიონი ლარით გაიზარდა

26 მარტი, 2025 • Newpress • 23

ქუთაისის ბიუჯეტი 41 მილიონი ლარით გაიზარდა

40 მილიონამდე ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 41 082 400 ლარით გაიზარდა და 178 328 300 ლარი შეადგინა. ცვლილება ბიუჯეტში საკრებულოს რიგით 41-ე სხდომაზე დაამტკიცეს, – ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობითმ, ქალაქის ბიუჯეტის გაზრდა შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქუთაისისთვის დამატებითი ტრანშის გამოყოფის შედეგად.

„აღნიშნული თანხიდან, 40 მილიონამდე ლარი მოხმარდება ქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას – გზების და ტროტუარების კაპიტალურ შეკეთებას, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების და სახურავების განახლებას, რეკრეაციული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობას, სპეციალური ტექნიკის და ნაგავშემკრებების შეძენას, 1 მილიონი ლარით კი, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაფინანსდება. სხდომაზე ცვლილება შევიდა ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფციის შესახებ #182 განკარგულებაში, რაც ქალაქის ზონებად კლასიფიკაციაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს”, – აცხადებს ქუთაისის მერია.