ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა

1 აპრილი, 2025 • Newpress • 28

ქუთაისში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა

წლევანდელი კონკურსი 1-6 აპრილს გაიმართება.

ქუთაისში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა. აღნიშნული კონკურსი წელს საიუბილეოა და ქუთაისი უკვე მეათედ მასპინძლობს მას.

კონკურსი ეძღვნება ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დაარსების 105 წლისთავს.

წლევანდელი კონკურსი 1-6 აპრილს გაიმართება.

კონკურსის ჟიურის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული მუსიკოსები არიან. ჟიურის თავმჯდომარეა პარიზის კონსერვატორიის პროფესორი გოგლა ქაცარავა. ასევე, ჟიურის წევრები არიან პორტუგალიელი პიანისტი ჟოა კოსტა ფერეირა, იტალიელი პიანისტი და ბერგამოს მუსიკალური აკადემიის პროფესორი ჩაო ტანგი და ცნობილი პიანისტი მატეო კორიო.

მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის პარალელურად ჩატარდება საჯარო მასტერკლასები.

ღონისძიების გახსნის ცერემონიალს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი დაესწრო.

თეგები: კულტურა