ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

9 აპრილი – საქართველოს დამოუკიდებლობისკენ ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპი

9 აპრილი, 2025 • Newpress • 13

9 აპრილი – საქართველოს დამოუკიდებლობისკენ ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპი

ტრაგიკული თარიღიდან 36 წელი გავიდა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ სრულიად შეცვალა საქართველოს მომავალი. ამ დღემ მთელ ერს დაანახა, რომ მომავალი თაობების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თავისუფლებისთვის ბრძოლის განახლება.

საბჭოთა ჯარის სადამსჯელო ღონისძიებას შეწირული 21 ადამიანის მსხვერპლს უკვალოდ არ ჩაუვლია და უკვე 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტი მივიღეთ, 26 მაისს კი საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

მადლობა მათ ჩვენი თავისუფლებისთვის!