ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოზაიკის 89 პროცენტი მოცილებულია მის საფუძველს – სავალლალო ვითარება გელათში

11 აპრილი, 2025 • Newpress • 22

მოზაიკის 89 პროცენტი  მოცილებულია მის საფუძველს – სავალლალო ვითარება გელათში

მოეწყობა ერთგვარი სტრუქტურა, რომელიც ცალკეულ მოზაიკას დაიკავებს.

გელატის უნიკალური მოზაიკის 89 პროცენტი მოცილებულია მის საფუძველს, – განუცხადა ჟურნალისტებს გელათის მოზაიკის კონსერვაციის მიმართულების ხელმძღვანელმა რობერტ ნარდიმ.

მისი თქმით, მოეწყობა ერთგვარი სტრუქტურა, რომელიც ცალკეულ მოზაიკას დაიკავებს.

„შესაბამისად, ჩამოვარდნის რისკი არსებობს, თუმცა დიდი დაზიანების თავიდან ასაცილებლად მოეწყობა ერთგვარი სტრუქტურა, რომელიც ცალკეულ მოზაიკას დაიკავებს და არ იქნება დაყრდნობილი შენობაზე. ეს სტრუქტურა დროებით დაიჭერს მოზაიკას, რომ შემდეგ მისი საკონსერვაციო სამუშაოები გაგრძელდეს. ამ დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ოთხი თვე გაგრძელდება და ამის შემდეგ ახალი სახურავის მოწყობის სამუშაო დაიწყება“, – აღნიშნა მან.