ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პოლონეთმა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურის 8 წარმომადგენელს სანქცია დაუწესა

18 აპრილი, 2025 • ნიუპრესი • 17

პოლონეთმა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურის 8 წარმომადგენელს სანქცია დაუწესა

სანქცირებულთა ვინაობა ცნობილი არაა.

პოლონეთმა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურის 8 წარმომადგენელს სანქცია დაუწესა.

კერძოდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ:

„საქართველოში ოპოზიციის მზარდი რეპრესიების პასუხად, პოლონეთმა სამართალდამცავი სტრუქტურების რვა წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაზე, აუკრძალა პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლა. პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს“.

პოლონეთი მეექვსე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოს სანქციები დაუწესა.

თეგები: პოლიტიკა