ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რა გახდა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი? – „ენერგო პრო ჯორჯიას“ განცხადება

19 აპრილი, 2025 • Newpress • 36

რა გახდა საქართველოში  ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი? – „ენერგო პრო ჯორჯიას“ განცხადება

დღის პირველ ნახევარში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, საქართველოს რამდენიმე რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა მათი მიზეზით არ მომხდარა.

აღნიშნულის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს რამდენიმე რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიზეზით არ მომხდარა

დღეს, დღის პირველ ნახევარში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ავარიას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა”,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს „საქართველოს ელექტროსისტემაში“ კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიის შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდა.