ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბაღდათი-ვანი-დაფნარის გზაზე სამუშაოები მიმდინარეობს

22 აპრილი, 2025 • Newpress • 18

ბაღდათი-ვანი-დაფნარის გზაზე სამუშაოები მიმდინარეობს

ამ ეტაპზე ვანის 20-მდე სოფელში საავტომობილო გზების მოწესრიგება მიმდინარეობს.

ვანის მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაღდათი-ვანი-დაფნარის გზის კმ 15-23 მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 3 200 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოები მოიცავს საავტობილო გზის ვაკისის სუსტი გრუნტების შეცვლას, ასფალტ-ბეტონის შემასწორებელ და ზედა ფენის დაგებას, გვერდულების კეთილმოწყობას, საგზაო ნიშნების და უსაფრთხოების მარეგულირებლების,ასევე კიუვეტების და მიერთებების მოწესრიგებას.

მიმდინარე სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა დაათვალიერეს.

აღნიშნული პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია გზის კმ 23-29 მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელზეც ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ვანის 20-მდე სოფელში საავტომობილო გზების მოწესრიგება მიმდინარეობს.