ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თურქეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

23 აპრილი, 2025 • Newpress • 11

თურქეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

თურქეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 40 წუთის განმავლობაში ქვეყანაში სამი მიწისძვრა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე ძლიერი კი 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო და ძლიერი ბიძგები სტამბოლსა და მეზობელ პროვინციებში იგრძნობოდა.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

თეგები: უცხოეთი