ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტყიბულის „საქნახშირის“ შემდეგ მიხეილ სოცკი ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა უხელმძღვანელებს

23 აპრილი, 2025 • Newpress • 11

ტყიბულის „საქნახშირის“ შემდეგ  მიხეილ სოცკი ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა უხელმძღვანელებს

სოცკიმ ჭიათურის საწარმოების მენეჯერებთან გაცნობითი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა.

ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა, რასაც რუსეთის მოქალაქე, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელ „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანიის, Chiatura Management Company-ის (CMC) განცხადებაში წერია.

სოცკიმ ჭიათურის საწარმოების მენეჯერებთან გაცნობითი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა.

მანამდე ის, CMC-ის ცნობით, სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ექსპერტის სტატუსით იყო მოწვეული (ეს ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროსთან არსებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიაა, რომელშიც CMC, მთავრობა და პროფკავშირების გაერთიანება (GTUC) მონაწილეობენ).

ცნობისთვის, სოცკი ტყიბულში სამთომომპოვებელი საწარმო „საქნახშირის“ გენერალური დირექტორია.

თეგები: ეკონომიკა