April 29, 2025

ჭიათურაში პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს

ჭიათურაში გამთენიისას პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს. მაღაროელი ტარიელ მიქაცაძის თქმით, დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება.

„აქციის 4 მონაწილე დააკავეს. ოთხივე პროტესტის მონაწილე იყო. ქუთაისის სამხარეო პოლიცია დაგვესხა თავს მოშიმშილეებს კარავში და 3 გაიტაცეს კარვიდან, ერთი კი ოჯახიდან. მიზეზი ოფიციალურად გაცხადებული არ არის. ჩემი ვარაუდით, გუშინ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, შუქრუთის მაღაროს ერთ-ერთ დირექტორმა აქციის მონაწილეებს ნახირის ჯოგი უწყოდა. ამის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება“, – განაცხადა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოთხივე პირი 118-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.