ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისსა და მადრიდს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა

29 აპრილი, 2025 • Newpress • 17

ქუთაისსა და მადრიდს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა

ქუთაისიდინ მადრიდსა და ბარსელონაში პირდაპირი ფრენაა.

დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს განაახლა. ესპანეთის დედაქალაქისკენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 230 მგზავრით სავსე ხომალდი დღეს გაფრინდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მადრიდის მიმართულებით რეისები კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს A321neo ტიპის ხომალდით შესრულდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჯერჯერობით ერთადერთია, საიდანაც ესპანეთის ორ ქალაქში, მადრიდსა და ბარსელონაში საქართველოდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრაა შესაძლებელი. ორივე ქალაქის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ჯამურად, კვირაში 5 სიხშირით სრულდება. 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ესპანეთიდან 2,988 ვიზიტორი ესტუმრა.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 32 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია. 3 ივნისიდან კი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად ახალი, ლიონის მიმართულება დაემატება.