ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჭიათურაში მაღაროს დეტალური შესწავლის გადაწყვეტილებას ხმაური მოყვა

30 აპრილი, 2025 • ნიუპრესი • 22

ჭიათურაში მაღაროს დეტალური შესწავლის გადაწყვეტილებას ხმაური მოყვა

მაღაროები თითქმის ერთი წელია დაკეტილია.

ხმაური იყო ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან. დაპირისპირება მაღაროს დეტალური შესწავლის გადაწყვეტილებას მოყვა. ადგილზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები ტექნიკური ჯგუფის წევრებს მაღაროში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. წარმოების სრულმასშტაბიანი აღდგენის მიზნით, დღეს “ჭიათურა მენეჯმენთ კომპანიმ” შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების დეტალური შესწავლა დაიწყო. კომპანიის წარმომადგენლები და სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ და თხოვდნენ ტექნიკური ჯგუფის მუშაობისთვის ხელი არ შეეშალათ. ტექნიკური ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ კოროხნალის მაღაროში, სადაც თავდაპირველად ელექტროსისტემის გამართულობა შემოწმდა და ვენტილაციის სისტემა ჩაირთო. მაღაროები თითქმის ერთი წელია დაკეტილია. ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილების, ამუშავებამდე მათი დეტალური შესწავლა უნდა მოხდეს. პარალელურად, მაღაროელთა ნაწილის მხრიდან საპროტესტო აქციები გრძელდება.