ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის პატიმრობას ითხოვს

1 მაისი, 2025 • ნიუპრესი • 22

შსს პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის პატიმრობას ითხოვს

მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა ხნის წინ გავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის საბაბით დაწყებულ ადმინისტრაციულ საქმეზე პარტია „ახალის“ საზოგადოებასთან ერთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მირანდა ბაღათურიასთვის და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ საზოგადოებასთან ერთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანა ყურაშვილისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სასამართლო პროცესი დღეს დილიდან მიმდინარეობს. მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა ხნის წინ გავიდა.

მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან. ადმინისტრაციული საქმის დაწყება ფბ-ზე გავრცელებულ კადრებს უკავშირდება.