ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ანა ყურაშვილისა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000 -ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს

1 მაისი, 2025 • ნიუპრესი • 29

ანა ყურაშვილისა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000 -ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს

განაჩენის გამოცხადებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილისა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000 -ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შსს ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა.

განაჩენის გამოცხადებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მანდატურის თანამშრომლებმა რამდენიმე პირი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.