ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება

2 მაისი, 2025 • Newpress • 20

ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება

2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის რაოდენობა 125 ათასია.

ბოლო ათწლეულში საქართველოს ქალაქებში მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. განსაკუთრებით რადიკალური ცვლილება ქუთაისს შეეხო. ქუთაისის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება.

2015 წელს ქუთაისის მოსახლეობა 147 ათასი იყო, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით კი 125 ათასია.

მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ბოლო ერთი წლის განმავლობაშიც. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ქუთაისის მოსახლეობა 130 400 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს 125 600.

თითქმის ყველა ქალაქში მოსახლეობის კლების ფონზე, ადამიანების რაოდენობამ მოიმატა თბილისში 17 100-ით, ბათუმში 3 800-ით და მარნეულში 800-ით.

ქუთაისში -4 800, გორში -1 800 და ზუგდიდში -1 200.