ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ომარ ლანჩავა გარდაიცვალა

3 მაისი, 2025 • Newpress • 17

ომარ ლანჩავა გარდაიცვალა

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ომარ ლანჩავა გარდაიცვალა. – ინფორმაციას სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი ავრცელებს. „ომარ ლანჩავა გახლდათ ქუთაისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერეტუსი, ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე. 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი. ბატონი ომარის ხელმძღვანელობით დაცულია არა ერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. […]

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ომარ ლანჩავა გარდაიცვალა. – ინფორმაციას სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი ავრცელებს. „ომარ ლანჩავა გახლდათ ქუთაისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერეტუსი, ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე. 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი. ბატონი ომარის ხელმძღვანელობით დაცულია არა ერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ვუთანაგრძნობთ ოჯახს, მუზეუმს, ჩვენს ქალაქს ბატონი ომარის გარდაცვალების გამო”, -წერია მუზეუმის ფბ გვერდზე.