ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მაღაროელები სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებებს ხელს არ აწერენ

4 მაისი, 2025 • Newpress • 18

მაღაროელები სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებებს ხელს არ აწერენ

მოშიმშილეები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.

ჭიათურაში პროტესტი არ ჩერდება. ამ დროისთვის პროტესტის ნიშნად, 6 ადამიანი შიმშილობის. მოშიმშილეები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.

მაღაროელები იმ თანამშრომლების ხელმოწერებს აგროვებენ, რომლებმაც მათი თქმით, კომპანიის ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მუქარის მიუხედავად, გათავისუფლების განცხადებებს ხელი არ მოაწერეს. ხელმოწერების რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა.

“ამ ყველაფრის ფონზე, კომპანია არ ჩერდება — უამრავი ფიზიკური, ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ძალდატანებით, დაშინებითა და მუქარით აწერინებს ხალხს ხელს იმ დოკუმენტზე, რომელიც დასაქმებულებისთვის კეთილდღეობის მომტანი არ არის”. -აცხადებენ მაღაროელები.

ჭიათურაში თითქმის სამთვიანი პროტესტის ფონზე დაკავებულია 4 ადამიანი.