ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აღმოსავლეთ-დასავლეთის მალე სრულად გაიხსნება

12 მაისი, 2025 • Newpress • 17

აღმოსავლეთ-დასავლეთის მალე  სრულად გაიხსნება

აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლიანი გზის მშენებლობა მალე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, რიკოთის დარჩენილ 4 კმ-იან მონაკვეთზე (ჩუმათელეთი-ხევი) სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „დასრულებულ 2 ზოლზე დროებით გადაერთვება ორივე მიმართულების სატრანსპორტო მოძრაობა და დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები, სადაც მოეწყობა 3 ზოლიანი გზა და 5 ახალი ხიდი. ძველი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულების […]

აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლიანი გზის მშენებლობა მალე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რიკოთის დარჩენილ 4 კმ-იან მონაკვეთზე (ჩუმათელეთი-ხევი) სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„დასრულებულ 2 ზოლზე დროებით გადაერთვება ორივე მიმართულების სატრანსპორტო მოძრაობა და დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები, სადაც მოეწყობა 3 ზოლიანი გზა და 5 ახალი ხიდი.

ძველი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულების შემდეგ, რიკოთის 52 კმ-იანი მაგისტრალური გზა სრულად იქნება გახსნილი ავტოტრანსპორტისთვის.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 52 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა, 51 გვირაბითა და 97 ხიდით. ამ დროისათვის, ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს ახალი 4 ზოლიანი გზის 48 კმ-ით (49 გვირაბითა და 88 ხიდით),“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.