ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხვალ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელის საჩივარს განიხილავს

19 მაისი, 2025 • Newpress • 16

ხვალ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელის საჩივარს  განიხილავს

ადვოკატების მტკიცებით, პოლიციამ მტკიცებულებები გააყალბა.

ხვალ, 20 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს მზია ამაღლობელის საჩივარს, რომელიც შეეხება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე უკანონო და დაუსაბუთებელ დაჯარიმებას.

ადვოკატები ქუთაისის სააპელაციოს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტას მოუწოდებენ.

მათი მტკიცებით, პოლიციამ მტკიცებულებები გააყალბა.