ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

20 მაისი, 2025 • ნიუპრესი • 13

ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ლანჩხუთის სადგურში, ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა – ვაგონებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციის ამის შესახებ “გურია ტვ” ავრცელებს.

როგორც გამოცემა იტყობინება, ცეცხლი დღეს ვაგონებს შორის გადაბმაში გაჩნდა, მისი ჩაქრობა მემანქანეებმა და სადგურის თანამშრომლებმა დროულად მოახერხეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მგზავრების ტრანსპორტირება სამარშრუტო ავტობუსებით მოხდა.

ამ მომენტისთვის ბათუმი-თბილისის მატარებელი სუფსაშია გაჩერებული.