May 20, 2025

ქუთაისში ფოსტის ყოფილი შენობა ინგრევა და საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს

ქუთაისში ფოსტის ყოფილი შენობის სახურავი ჩამოიშალა -ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ. შენობა ქალაქის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც გადაადგილდებიან მოქალაქები, მათ შორის არასრულწლოვნები.

„მე-9 სკოლის წინ მდებარე შენობა ინგრევა, ამ წუთას ჩამოიშალა მთელი სახურავი!

ამ გზაზე ყოველდღე მოძრაობენ ბავშვები და სტუდენტები. არცერთი დამცავი, არცერთი გაფრთხილება!„გლოვოს“ კურიერს თავზე დაეცა აგურის ნატეხი.
რას ელოდებით?! უბედურ შემთხვევამდე ვერ გადიხართ კაბინეტებიდან?! სიკვდილს ელით?!
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall“, – წერს რამზეს კილასონია სოცხალურ ქსელში.

შეგახსენებთ, შენობა ხანძრის შედეგად დაზიანდა.