ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო დღეს გაიმართება

22 მაისი, 2025 • Newpress • 18

ქუთაისში მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო დღეს გაიმართება

მკვლელობა 19 მაისს, ჩანჩიბაძის ქუჩაზე მოხდა.

მკვლელობა ქუთაისში – მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით მოკლა. შემთხვევა 19 მაისს, ჩანჩიბაძის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. მოკლული მამაკაცი, მეზობლის ქალს SMS-შეტყობინებას წერდა, ფაქტის შესახებ ქმარმა გაიგო და მეზობლის კაცს მსგავსის განმეორება აუკრძალა.

ერთ-ერთი ვერსიით, ღამით მეზობელი კაცი ქალის ქმართან მივიდა, მათ შორის კამათი სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.

მოკლულს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მკვლელობის ფაქტზე კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ბრალდებულის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.