ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

22 მაისი, 2025 • Newpress • 16

ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

მკვლელობაში ბრალდებულს განზრახ მკვლელობას ედავებიან.

უწყების ცნობით, მკვლელობაში ბრალდებულს განზრახ მკვლელობას ედავებიან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 მაისს ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს – 1970 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებს შსს.

ცნობისთვის, შემთხვევა ჩანჩიბაძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ვერსიით, მკვლელობა ეჭვიანობას უკავშირდება.