ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისი 26 მაისის აღნიშვნისთვის ემზადება

25 მაისი, 2025 • ნიუპრესი • 17

ქუთაისი 26 მაისის აღნიშვნისთვის ემზადება

მოსამზადებელი სამუშაოები ას საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ემზადებიან ქუთაისში. მოსამზადებელი სამუშაოები ას საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

26 მაისის ღონისძიებებზე სტუმრებისთვის შესაბამის გარემოს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ფოსტა ქუთაისის მერიის მხარდაჭერით შექმნიან.

პროგრამა ბავშვებისა და უფროსებისათვის მულტიფუნქციური სივრცეების მოწყობას, სხვადასხვა შემეცნებით მასტერკლასს, სამხედრო ტექნიკის გამოფენას, ადგილობრივი პროდუქციისა და იმერული ღვინოების პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

დღის ბოლოს ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართება.