ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზესტაფონში, ტყიბულსა და თერჯოლაში 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

29 მაისი, 2025 • Newpress • 17

ზესტაფონში, ტყიბულსა და თერჯოლაში 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

სამივე პროექტი ბიუჯეტს 44 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

ზესტაფონში, ტყიბულსა და თერჯოლაში 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის ინფრასტრუქტურულ სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აწარმოებს.

ქალაქ ზესტაფონში პროექტით გათვალისწინებულია 85 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელის და 10კმ მაგისტრალური მილის მოწყობა, შენდება სამი რეზერვუარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარს და ორ სატუმბ სადგურს. ქალაქ ტყიბულში მოეწყობა რეზერვუარები, ორი სატუმბი სადგური, წყალმომარაგების ქსელი 7.5 კმ-მდე. ქალაქ თერჯოლაში შენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, რეზერვუარი, მოეწყო სატუმბი სადგურები, სოფელი რუფოთისა და ტელეფასთვის მაგისტრალური მილი – 4.65კმ, წყალმომარაგების ქსელი – 44,5კმ.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჯამში – 41 400 ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სამივე პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამური ღირებულება 44 მილიონ ლარზე მეტია.