ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხოებას, ზრუნვას – ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

1 ივნისი, 2025 • Newpress • 23

ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხოებას, ზრუნვას – ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

1-ელი ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღეა.

ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხოებას, ზრუნვას და განვითარების შესაძლებლობას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი.

„ბავშვთა დაცვის დღეს, გვინდა აღვნიშნოთ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში.

ევროკავშირი მხარს უჭერს:

ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას;

ხარისხიან განათლებასთან და ჯანდაცვასთან ხელმისაწვდომობას;

სოციალური მუშაკებისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების გადამზადებას;

ყველაზე მოწყვლადი ბავშვების, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულების, დახმარებას;

ბავშვებში ინვესტირება ნიშნავს საქართველოს მომავალში ინვესტირებას – ისეთ მომავალში, რომელიც უფრო უსაფრთხო, უფრო ინკლუზიური და ყველასთვის შესაძლებლობებით სავსე იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში