ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოწამეთასთან მისასვლელი 1.5 კმ-იანი გზის შეკეთებაზე 1,69 მილიონი ლარი დაიხარჯა

2 ივნისი, 2025 • ნიუპრესი • 16

მოწამეთასთან მისასვლელი 1.5 კმ-იანი გზის შეკეთებაზე  1,69 მილიონი ლარი დაიხარჯა

ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მოწამეთას მონასტერთან მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1.5 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა, – ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ჩატარდა გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციის, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. მოეწყო გვერდულები, საგზაო ნიშნები, უსაფრთხოების მარეგულირებლები, კიუვეტები, მიერთებები და საყრდენი კედელი. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,69 მილიონი ლარით დაფინანსდა”. – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში