ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა

3 ივნისი, 2025 • ნიუპრესი • 26

ქუთაისში  მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ქუთაისში, 1.2 კმ-იან მონაკვეთზე, მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა.

სამუშაოებმა რიონის ორივე სანაპირო მოიცვა – მწვანე ყვავილას ქუჩა და ჭომის დასახლება.

პროექტის ფარგლებში, მდინარის ორივე სანაპიროზე ნაპირდამცავი ნაგებობები მოეწყო.

მდინარის მარცხენა ნაპირის მონოლითური რკინა-ბეტონის ნაპირდამცავი კედელი იწყება რიონის კაშხლიდან და სრულდება არსებულ ნაპირდამცავ კედლთან. კედლის ბოლოს მოეწყო ახალი მონოლითური რკინა-ბეტონის კიბეც და ქვაყრილის ბერმა, რომელიც რიონჰესიდან იწყება და მდინარის არსებული სანაპიროს კედელთან სრულდება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდა.