კვირა, 4 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უკრაინაში 22 წლის ქართველი მებრძოლი დემეტრე დარჩია დაიღუპა

13 ივნისი, 2025 • Newpress • 17

უკრაინაში 22 წლის   ქართველი მებრძოლი დემეტრე დარჩია დაიღუპა

ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა. ამის შესახებ „ქართული ლეგიონი“ წერს.

„ქართული ლეგიონის“ ცნობით, დემეტრე დარჩია 12 ივნისს ბაზაზე განხორციელებული დივერსიის, აფეთქების შედეგად დაიღუპა.

„აღნიშნული კარგად დაგეგმილი ქმედება იყო, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა ე.წ. „რუსეთის დღეს“, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება.

ამ ეტაპზე სხვა დეტალები არ ვიცით.

ქართული ლეგიონის ყველა მებრძოლი პატივს მიაგებს დემეტრე დარჩიას ხსოვნას.

სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს“ – წერს „ქართული ლეგიონი“ ფეისბუქზე.