შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული ი.ზ. დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – აცხადებს შსს.
იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
14 ივნისი, 2025 • ნიუპრესი • 14
უწყების ცნობით, დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე წაიკითხეთ