კვირა, 4 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჭიათურაში დღეს მაღაროელების საპროტესტო აქცია გაიმართება

15 ივნისი, 2025 • ნიუპრესი • 17

ჭიათურაში დღეს მაღაროელების საპროტესტო აქცია გაიმართება

მოთხოვნებს შორის დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებაა.

15 ივნისს, 15 საათზე ჭიათურის მერიასთან მაღაროელების აქცია გაიმართება. ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი უკვე მეხუთე თვეა გრძელდება, ისინი ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციას აპროტესტებენ, ასევე 4 დაკავებული მაღაროელის გათავისუფლებას ითხოვენ.

„ჭიათურელებს არ შეგვშვენის ერთმანეთის ღალატი და განსაცდელში მიტოვება. ჩვენი გზა ყოველთვის იყო ერთგულებაზე, ერთმანეთის პატივისცემასა და თანადგომაზე დამყარებული. არ უნდა დაგვავიწყდეს ერთმანეთი მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა. ჩვენი სიძლიერე სწორედ ამ ერთობაშია, იმ განცდაში, რომ არავინ რჩება მარტო, არც ბნელ საათებში, არც მძიმე ბრძოლაში“, – აცხადებს მაღაროელების საინიციატივო ჯგუფი.

4 მაღაროელი ჭიათურაში 29 აპრილს დააკავეს. ისინი ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან.