კვირა, 4 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მაღაროელები ისევ შიმშილობენ, იზოლატორში შიმშილობს პატიმარი მერაბ სარალიძეც

21 ივნისი, 2025 • Newpress • 16

მაღაროელები ისევ შიმშილობენ, იზოლატორში შიმშილობს პატიმარი მერაბ სარალიძეც

ისინი ოთხი დაკავებული მაღაროელის გათავისუფლებას ითხოვენ.

ჭიათურულმა მაღაროელებმა საპროტესტო კარვებში შიმშილობა 19 ივნისს დაიწყეს. უკიდურესი პროტესტის განახლების შესახებ მათ წინასწარ დაანონსეს. იზოლატორში შიმშილობს ერთ-ერთი პატიმარი მერაბ სარალიძეც. პროტესტის მთავარი მოთხოვნა 29 აპრილს დაკავებული მერაბ სარალიძის, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძის და თენგო გველესიანის გათავისუფლებაა. პროკურატურა დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობას ედავება, რაც 4-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მანამდე, ბრალდებულების განთავისუფლების მოთხოვნით, ქალაქში 5000 ხელმოწერა შეგროვდა. 12 ივნისს გამართულ სასამართლო პროცესამდე ქალაქში არსებობდა მოლოდინი, რომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ, თუმცა მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა.