კვირა, 4 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბავშვების ექსკურსიის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

29 ივნისი, 2025 • Newpress • 30

ბავშვების ექსკურსიის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

ბავშვებმა ექსკურსია იმავე ავტობისით გააგრძელეს.

ბაღდათიდან მცხეთაში მიმავალ ექსკურსიის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, – ინფორმაციას „ინფო იმერეთი” ავრცელებს.

შემთხვევა ავტომაგისტრალზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითთან მოხდა.

ავტობუსის ბოლო ნაწილში გაჩენილი ხანძარი და დაკვამლიანება უკან მომავალმა მანქანებმა შენიშნეს და მძღოლს ტრანსპორტის გაჩერებისკენ მოუწოდეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. ადგილზე იყო პოლიციაც.

მოსწავლეებმა მგზავრობა იმავე ავტობუსით განაგრძეს.