კვირა, 4 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ონისე ცხადაძე მამის პანაშვიდზე მიიყვანეს

30 ივნისი, 2025 • Newpress • 18

ონისე ცხადაძე მამის პანაშვიდზე მიიყვანეს

ონისე ცხადაძე პროევროპულ აქციებთან დაკავშირებით არის დაკავებული.

პროევროპულ აქციებზე დაკავებული იუმორისტი ონისე ცხადაძე, თერჯოლაში საკუთარი მამის პანაშვიდზე მიიყვანეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ძმა სანდრო ცხადაძე წერს. „მოიყვანეს ონო. მოვეფერეთ და ვიტირეთ ბევრი. მამასაც შეეხო ონო და ეფერა. უღრმესი მადლობა საქმის პროკურორებს ამ ყველაფერზე დათანხმებისთვის. განსაკუთრებული მადლობა პენიტენციურ და საბადრაგო სამსახურებს. რომ არა მათი ნება და კეთილგანწყობა, ონო ამას ვერ შეძლებდა. და, რა თქმა უნდა, განუზომელი მადლობა ლაშა ცუცქირიძეს, რომლის ვალიდან ვერასოდეს ამოვალ”, – წერს ონისე ცხადაძე.