კვირა, 4 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მაღაროელები შიმშილობას აგრძელებენ – სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა

2 ივლისი, 2025 • Newpress • 16

მაღაროელები შიმშილობას აგრძელებენ – სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა

ჭიათურელი მაღაროელები 19 ივნისიდან შიმშილობენ.

ჭიათურელი მაღაროელები 19 ივნისიდან შიმშილობენ. მათი მთავარი მოთხოვნა დაკავებული 4 მაღაროელის: მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგიზ გველესიანის გათავისუფლებაა. მოშიმშილეთა შორისაა დაკავებული მერაბ სარალიძეც. „დღეს პროტესტის 124-ე და შიმშილობის 13-ე დღეა. შიმშილობა და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ პირში სული გვექნება. პროტესტის მთავარი მიზეზი და ერთადერთი მოთხოვნაა ჩვენი უსამართლოდ დაკავებული ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლება. დღეს უკიდურესი ფორმის პროტესტს კიდევ ორი მოშიმშილე შეუერთდა — ამჟამად შიმშილობს 7 ადამიანი, ხოლო სამ მათგანს პირი აქვს ამოკერილი. მირზა ლოლაძე , გოგა აბესაძე , შავლეგი გოგსაძე შიმშილობენ: ტარიელ მიქაცაძე , სიმონ მიქაცაძე ჯანო ლაბაძე , მერაბი სარალიძე (ციხეში). ასე ხდება, როდესაც უსამართლობას ვერ სჯაბნი — იძულებული ხარ, საკუთარი ჯანმრთელობით გარისკო. შეგახსენებთ, რომ მოშიმშილეები უარს აცხადებენ სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე და თავიანთი ჯანმრთელობის მონიტორინგზე. თავისუფლება და სოლიდარობა ბიჭებს!“, – წერს „მაღაროელი“.