კვირა, 4 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„თეატრალური იმერეთი 2025“-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

3 ივლისი, 2025 • Newpress • 18

„თეატრალური იმერეთი 2025“-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

საერთაშორისო ფესტივალი გუშინ საზეიმოდ დაიხურა.

საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2025“ დღეს საზეიმოდ დაიხურა. ჯიურიმ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინა. ნომინაცია – საუკეთესო სპექტაკლი -,,ომის ღმერთი’’ რეჟისორი მამუკა ცერცვაძე (თერჯოლის თეატრი) ნომინაცია – საუკეთესო რეჟისურა -,,კაცია ადამიანი’’ რეჟისორი ლაშა ლომჯარია ( ვანის თეატრი) ნომინაცია – საუკეთესო სცენოგრაფია – ,,სან ნიკოლას პიაცა’’ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი) ნომინაცია – საუკეთესო მუსიკალური გაფორმება – ბეგი ნიკოლეიშვილი ,,მეტამორფოზა’’ (საჩხერის თეატრი) ნომინაცია – ქალის მთავარი როლი – ირინე ჩხეიძე ,,მშვიდობით თემურ!“ (ხარაგაულის თეატრი). ნომინაცია – მამაკაცის მთავარი როლი ვასილ კიკნაძე ,,მშვიდობით თემურ!“ (ხარაგაულის თეატრი). ნომინაცია – ქალის ეპიზოდური როლი – ელენე ბობოხიძე ,,გაიღიმე ჩიტი გამოფრინდება’’ (ხონის თეატრი). საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლი-ზურაბ ყურაშვილი ,,გაიღიმე საქართველო’’ (წყალტუბოს თეატრი). საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი – გურანდა ბარბაქაძე ,,ზღაპარი რუსთაველის ქ.N1-ში’’ (ტყიბულის მუნიციპალური თეატრი). საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი -გიორგი ჭაფოძე ,,ათვინიერებენ მიმინოს’’ (ბაღდათის თეატრი). ნომინაცია – საუკეთესო ქორეოგრაფია – (საჩხერის თეატრი) ,,მეტამორფოზა’’ . ნომინაცია ჟიურის სპეციალური პრიზი- (ქუთაისის ერემია სვანაძის სახელობის დამოუკიდებელი დასი) ,,ემიგრანტები’’.